ლამაზმანი და ჩემოდანი?!


შეიძლება მგონი ასე ითარგმნოს ან კიდევ “ბიზნესი სიყვარულის გამო”(ესეა თარგმნილი ეს Beauty & the Briefcase და რატო არ ვიცი)

http://gol.ge/index.php?cat=movies&details=6755&order=1.1

ABC Family –ის ფილმი გამოვიდა 2010 წლის აპრილში; დაფუძნებულია დანიელა ბროდსკის ნოველაზე “მომუშავე გოგოს დღიური ”

თამაშობენ :

ჰილარი დაფი _ ლეინ დანიელსი

მაიკლ მაკმილანი _ ტომი

ქრის კარმაკი _ ლიამი

მეთ დალასი_ სეტი

მოკლედ ეს ქალი ლეინი თავის თავს მწერალს ეძახის, ნოუთბუქზე დიდი წითელი წარწერა აქვს _I AM WRITER :)))

არც ისე ცნობადი ჟურნალისთვის წერს სტატიებს––ტუფლოჩკებზე და ა.შ.

კოსმოპოლიტენზე ოცნებობს; ჰოდა მოხვდება კიდეც, შეფი დაავალებს დაწეროს სტატია , რომლისთვისაც აუცილებელია სერიოზულ ბიზნეს–კომპანიაში დაიწყოს მუშაობა სადაც ბევრი ჰალსტუხიანი კაცია და ერთ–ერთ ასეთთან რომანი გააბას და ამის შესახებ დაწეროს;

საოცარი რეზიუმე შეუდგინა ვიღაცამ_იცის ფრანგული, გერმანული ესპანურ, კომპ. პროგრამები პროფ. დონეზე;”ატჩოტების” კეთება, ნუ მოკლედ ბევრი ისეთი რაღაცა ეწერა რისი აზრზეც არ იყო,ნუ აიყვანეს ინვესტ ბანკის ხელმძღვანელის თანაშემწედ; საინტერესო კადრებიაა როგორ მიდის სამსახურში პირველ დღეს და ირგვლივ ამდენი კაცია––ყველა კოსტუმში, ჰალსტუხში, ლამაზ პერანგებში ზოგი ზის, ზოგი ყავას სვამს ზოგი დადის, ერთი , ორი, სამი… ყველანი ამას უყურებენ––ფერადი, ნათელი წერტილი ამდენ მუქ კოსტუმიან კაცშში :)))

მთელ კინოს რა თქმა უნდა არ მოვყვები,რამოდენიმე ასპექტი : ამ გოგოს აქვს checklist რითაც აფასებს მამაკაცს, ანუ ეძებს იდეალს , ყველაფერი პუნქტებად აქვს გაწერილი: 1) სექსუალური აქცენტი; 2)მოდური სტილი  3) საერთო კულინარული გემოვნება 4) უკრავდეს რამე სექსუალურ საკრავზე 5) და ასე შემდეგ

მოკლედ ვინმე ვინც 10–დან 10 იქნებოდა  ვერ იპოვა რა თქმა უნდა

და საბოლოდ აღმოჩნდება რომ ის ბიჭი უყვარს მისი შეფი,რომელსაც თითოეული პერანგი 6 ეგზემპლარად აქვს ნაყიდი––თითოეული სამუშაო დღისთვის და პლუს ერთი “ზაპასში”, რომელიც იკვებება საოცრად უგემური საკვებით,რომელიც მდიდარია პროტეინებით და ააქტივებს ნეირონებს;რომელიც არც ისე “სტილნია”, ანუ 10 დან ფაქტიურად ზეროა,მაგრამ სწორედ ეს რო გაარკვია მაშინ მიხვდა რომ ის უყვარს! და არა ის გამოგონილი მეჯიქ ვიღაცა; მიუვარდება ოფფისში, რაღაც თათბირი აქვს ამ ბიჭს და ეს შეუვარდება და–– ყველაფერს მივხვდი, შენ იკვებები ცუდი საჭმელით და ყველაფერზე საღი აზრი გაქვს, სპონტანური არა ხარ და არც სექსუალური აქცენტი გაქვს; შენში არაფერია რასაც მე ვეძებ კაცში__ტომი_მადლობა😦..__არა ეს კარგია, უბრალოდ მე დრო დამჭირდა რომ გამეგო_ __ მე კი არაფერი მესმის, __ტომ მე შენ მიყვარხარ, ____მეც მიყვარხარ!

ოჰჰ ფინალი იყო სოუ სვით!🙂

პ.ს.მეგობარს იცით როგორი “ლისტი” ქონდა? : სუნთქავდეს და  ლამაზი იყოს

აი ესე,მორიგი კინო–რევიუს და–სას–რუ–ლი

2 thoughts on “ლამაზმანი და ჩემოდანი?!

  1. ვაიმე, არ მითხრა მომეწონაო! სუფთა მარაზმი იყოოო! მომეშალა ნერვები, რატომ ვუყურე მეთქი!

  2. ისეთი ფილმია ფილმად რომ არაფერია მაგრამ კარგ ხასიათზე დაგაყენებს ^^
    სეტი ^^
    მერე მეც ვაპირებდი ჩამოწერას პუნქტების მაგრამ ბოლოს ისეთი პინგვინი გამომივიდა თავი დავანებე : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s