bez sataura


3 დღეა გაციებას ვაპირებ და ვერ ვცივდები,მოკლედ ზღვარზე ვარ

ჰოდა გუშინ სამსახურიდან რომ მოვედი მეილის შემოწმების მერე წამოვწექი და siesta გავაკეთე 1,5 საათით, მერე გადავწყვიტე გადაბარგება ჩემს ოთახში ჩემს საწოლში და ძილის იქ გაგრძელება

კურიერი იწყებოდა

მოკლედ არ დამეძინა იქ, მერე რადიო ჩავირთე, მესიჯიც დავწერე,

ჯერ ფრანგული ინფორმაცია მოვისმინე ,მერე კი გადავრთე და უცებ სასიამოვნო, დაბალი ტონალობის, თბილი ,კაცის ხმა საუბრობს რუსულად–––

…ინსტიტუტში გაიცნო ეს გოგო და შეუყვარდა, როცა აფხაზეთში წამოვიდა ის გაუნაწყენდა––შენც ოკუპანტი იქნებიო ; და მთელი ეს პერიოდი არ ელაპარაკება, წერილებზე არ პასუხობს, ეს კი აქ ძალიან განიცდის და ენატრება; ის გოგო მართლა ძალიან უყვარს , მას ეკა ქვია;

“Ека – это сокращенное от Екатерины”  (უფფ ეს მონაკვეთი რაღაც ისე განსაკუთრებით მომეწონა და მესიამოვნა )

ჰოდა მოკლედ გრძელი წერილია რუსი ჯარისკაცის მიწერილი თავისი სატრფოსადმი ოკუპანტების “აკოპებიდან” რუსეთში; სადაც ამ თავისი მეგობრის ასევე რუსი ჯარისკაცის ქართველ გოგოსთან მიჯნურობის ამბავს უყვება და კიდე ბევრ არარომანტიკულ რაღაცეებს, რაც რუსულ ჯარში ხდება მით უმეტეს აფხაზეთის ტერიტორიაზე, როგორ საცოდავ დღეში არიან ბიჭები

ჰოდა მოკლედ წერილის ბოლოს ეს თბილი, სასიამოვნო ხმა კაცისა  მოუწოდებს იმ ბიჭს მისწეროს ეკას, რომ ძალიან უყვარს და ენატრება, და რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდება და ის მას დაუბრუნდება!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s