…ხსოვნა….


იმედი ჯერ ბოლომდე არ დამიკარგავს, მე ხომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, მაგრამ მე მგონი მოკვდა, უკვე საბოლოოდ გადავიდა იმქვეყნიურ ცხოვრებაში

არ ვიცი შეიძლება, როგორც ადრე არაერთხელ მობრუნებულა ეხლაც მაგიური ძალით მომიბრუნდეს

რამდენჯერ იმედი სრულიად გადაწურული მქონდა და უცებ გამოანათებდა ხოლმე

რამდენი წელია უკვე ერთად ვართ –მე და ის და ის და მე

არ ვიცი ალბათ 5–6 წელი

პირველად მგონი თურქეთში გამომყვა🙂, 5 წლის წინ პირველად დავსტოვე სამშობლოს საზღვრები🙂

რამდენი კარგი რამე ვნახეთ ერთად იქ და რამდენი ბედნიერი წუთი,წამი დავაფიქსირეთ🙂

ნუ მერე იყო ყოველი ზაფხული, ყველა დაბ.დღე ან რამე მნიშ. ივენთი, კონფერენციები, “კვლევები”, კლინიკა, ლაშქრობები, ფრენა, ცურვა…

მეორე გასვლა საზღვრებს გარეთ ამჯერად ევროპისკენ , იქაც სულ ერთად ვიყავით და ერთად , საერთო თვალით დავათვალიერეთ და დავაფიქსირეთ ყველაფერი, იმან თავის მეხსიერებაში მე ჩემსაში🙂

არადა ამ ზაფხულს საფრანგეთში წასვლამდე როგორ შემაშინა––სახე წაეშალა, გაუფითრდა, გაუფერმკრთალდა, არაფერი ჩანდა, სიცოცხლის არანაირი ნიშან–წყალი, ვაიმე რამდენი ვინერვიულე, მის გარეშ მე ხომ ვერაფრით ვერ წავიდოდი, თან შემცვლელსაც ნაღდად ვერ ვუშოვიდი😦

არ მახსოვს ჩარევით თუ ჩარევის გარეშე ,მაგრამ გაცოცხლდა და ფაქტია,რომ ისევ ძველებურ ფორმაში იყო, ისევ ისეთი ლაღი და ვერცხლისფერი, როგორც ადრე

და ისევ ისეთ ფერად–ფერად, კაშკაშა, ხალისიან ფოტოებს იღებდა ….

ჰოდა რაღა ბევრი გავაგრძელო _კარგა ხანია უკვე ეკრანი ისევ ჩაუქრა, თუმცა იღებდა მაინც, დღეს ფოტო–სესია მოვაწყვე სამსახურში მოვასწარით დადებითი აურის ხალხმა გადაღება, მერე ნელ–ნელა დაიგრუზა დაიგრუზა დაიგრუზა და ეკგ–ზე სწორი ხაზი აჩვენა __________________________________________________––

ვოტ ტაკიე ვოტ პერაგი

აი ჩემი კოხტა, კრასავიცა, კოპწია, სიფრიფანა, მაცანცარა , პატარა კიბერშოტა  (“ჩემიო” არ გამიგოს…ვინც იყიდა მისია, თუმცა ის დიდი იმედი მაქვს არ კითხულობს ამას)

2 thoughts on “…ხსოვნა….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s