ტირილო–თერაპია


სრულიად სუბიექტური პოსტის წერას ვიწყებ (ნუ სხვები ხომ ზე–ობიექტური იყო) 

ყველა უხეშმა და უტაქტო ადამიანმა თავი დამანებოს! “მსხვრევადი” გული მაქვს, და ადვილად  მებჯინება ყელში ტირილის ბურთი და მერე ….

დღეს მაგ. სამსახურში ბოლო 30 წუთი საშინელი მქონდა, ზოგადად გაუწონასწორებელი “შეფის” გამო (უშუალოდ ჩემი შეფი არაა კიდევ კაი, ჩემი შეფის შეფია)

ჰოდა “კოლექტივი” ზოგადად შეჩვეულია მისგან ასეთ გამოხტომებს და ისე მშვიდად იყვნენ მისი ამ (თურმე) “მორიგი დაწიოკების” შემდეგ, რომ სახტად დავრჩი, მე კი ესე “გავატარო” არ შემიძლია, დავიძაბე, იქ არაფერი,მაგრამ ჩავიცვი და გარეთ გამოვედი ცივი ჰაერი შემხვდა და ქარი, ამან ცოტა გამაგრილა, მაგრამ მაინც მოწოლილი მქონდა ეს საცოდავი გრძნობა ––ტირილი რომ გინდა––გაწვება გინდა იყვირო და იტირო და მორჩა უცებ გაგივლის,მაგრამ აბა სად იყო იქ დიდი ხიდი, რომელზეც ეს–ესაა მატარებელი გადის, შენ ხიდის ქვეშ დგახარ და მთელს ხმაზე ყვირი

მატარებელიც ჩაივლის და შენც გაგივლის🙂

დღეს თეატრის ბილეთის აღება მინდოდა,მაგრამ რა თქმა უნდა პირდაპირ ჩემს ბედაურ–149–ს შემოვახტი და შინისაკენ ჰერ–ჰერი. 

ჰოდა ეს დღეები სულ მახსოვს და ეხლა უფრო მძაფრად გამახსენდა  ნიკოლოზ ბარათაშვილის გრძნობა––მარტო ვარო რომ იძახდა, ამდენი ხალხი მახვევია თავს, ამდენი ადამიანი ირევა ჩემს გევრდით, ყველა, ყველა, ბევრი,ბევრი, მაგრამ არავინ, მე მაინც “მარტო ვარ”…

5 thoughts on “ტირილო–თერაპია

  1. ყველა ადამიანი მარტო იბადება და მარტო მიდის ამ ქვეყნიდან .
    სამწუხაროდ მაგრამ მასეა.
    რაც უფრო მეტს იძენ მიტ უფრო მეტს გართმევს ეს ცხოვრება..
    რაც უფრო მეტი გიხარია,მით უფრო მეტი გტკივა და გწყინს

  2. ho
    tirili terapiaa da ufro tavisufldebi emociebisgan da geshveba
    da kide amboben, rom mamakacebs amitom emartebat infarqti, rom ver tirian🙂

  3. ro daikido ara? wipa yvela ki araa girsi, rom masze nervi daxarjo…

    by the way, me zalian ishviatad vtiri sxvisi tandaswrebit, titkmis arasodes, mimachnia rom sheni sisuste da tkivili aravis ar unda daanaxo, araa sachiro. sul rom zazebi mecvas, garedan vardisfer xalats shemovicmev da ise vivli…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s