სლოვაკეთი


ერთხელ ბორჯომში ჩავედი “დასასვენებლაd”, მე იქ დასვენების იდეა აზრად არ მომივიდოდა მოულოდნელად მეგობარს რომ არ დაერეკა და არ შემოეთავაზებინა მისი ნათესავის სახლში სრულიად უფასო  “პრაბივანიე”, თავიდან კი ვფიქრობდი ბორჯომში რა უნდა გვეკეთებინა ჩვენ?! ჩვენები გვირეკავდნენ და ქილიკით გვეკითხებოდნენ აბა პენსიონერებო როგორა ხართ, როგორ ისვენებთო🙂

მაგრამ მე და კაცელა რისი მე და კაცელა ვართ თუ ბორჯომშიც კი ვერ მოვახერხეთ “ჯიგრულად” გართობა და ეს სრულიად პენსიონერული და მშვიდი კურორტი ჩვენთვის სრულიად ხმაურიანი და აქტიური  გახდა.
ამ ერთკვირიანი სეჟუღის შემდეგ საკმაოდ დაღლილები ჩამოვედით (ფიზიკურად, თორე სულიერად ძალიან დასვენებულები:))

გასართობი ადგილები იყო ბორჯომის პარკი, ტყე და აუზი ( რომელიც ამ პარკის და ტყის გადაღმა იყო) და ჩვენი გამოგონილი ამბები თუ პერსონაჟები, რომელსაც აქტიურად ვთამაშობდით (ისე ოსკარი გვეკუთვნის რა ნამდვილად)
სათაურს ძალიან რომ არ დავშორდე მივუახლოვდები ძირითად ამბავს (მიუხედავად იმისა , რომ ახლა ვხვდები ბევრი სააინტერესო ფაქტის გახსენება შეიძლება)

ნასადილევს რაც არ უნდა დაღლილები ვყოფილიყავით ჩვენი მარშუტი იყო _ სახლიდან დაღმართი, პარკი, ტყეეე ––> აუზი ჰოდა ეს დაახლ. 2 საათის გზა იყო (შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ საკმაოდ გრძელი); პირველ დღეს ისე დაგვღალა (თან ჩუმად მივდიოდით), ერთხელაც დავიწყე რაღაც ამბის  თხრობა და გზაც თითქოს დამოკლდა, ისე მალე ჩავედით, მერე სულ ამბებს ვყვებოდი ხოლმე

თანაც საკმაოდ გრძელ და ისეთ ამბავს, რომელზეც ბევრი არაფერი იყო სათქმელი, ხელოვნურად და საინტერესოდ (ნუ კაცელას თუ დავუჯერებთ) ვაგრძელებდი ანუ შორიდან ვიწყებდი..

ჰოდა ერთ–ერთი იყო სლოვაკეთზე:

(რადგანაც  სხვა ნაცნობებიდან ინტ. ნაცნობებზე გადავედი და სლოვაკელი ნაცნობის ჯერი დადგა და რახან უშუალოდ მასზე დიდი არფერი მქონდა მოსაყოლი დავაგრძელე ამბავი სლოვაკეთზე ამბის თხრობით)

სლოვაკეთის დედაქალაქი და ამავდროულად მისი უდიდესი ქალაქი––ბრატისლავაა; სლოვაკეთი პატარა ქვეყანაა ცენტრალურ ევროპაში (5 მლნ. მოსახლით); მეზობლები : ჩეხეთი და ავსტრია დასავლეთით, პოლონეთი_ ჩრდილოეთით; უკრაინა _აღმოსავლეთით და უნგრეთი სამხრეთით. არის ევროკავშირის, ნატოს, უნესკოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი.

დღევანდელი სლოვაკეთი დამოუკიდეებელი გახდა 1993 წლის 1 იანვარს (რა ახალი წელი ქონდათ! )

(Sengenis qveyanaa sloveniasTan erTad?!)

მთიანი ქვეყანაა (კარპატის მთათა სისტემა ), აქვე არის ტატრას მთები თავისი უმაღლესი მწვერვალებითურთ. პოლონეთის საზღვართან არის ტატრას ცნობილი და პოპულარული სათხილამურო კურორტი და ლამაზი ტბები და ველები; აქვე არის სლოვაკეთის ყველაზე მაღალი სიმბოლური მთა _ კრივანი.

სლოვაკეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სლოვაკია, დაახლ. 9 % უნგრელი, სხვა უმცირესობებია: ბოშები, უკრაინელები; სლოვაკური ენა სლავური ენების ჯგუფს მიეკუთვნება; სლოვაკელების უმეტესობა კათოლიკეა, მცირე პროცენტი არარელიგიური ან ათეისტი, 5 % პროტესტანტი და  5 % მართლმადიდებელი; მეორე მსოფლიო ომამდე მოსაახლეობის დაახლ. 1.5 % ებრაელი იყო, ფაშისტების გენოციდის შემდეგ კი მხოლოდ 0,4 %.

სლოვაკეთი დაყოფილია “რეგიონებად” (“ქვეყნებად” _ krajov); თითოეულს სხვადასხვა ხარისხის ავტონომია აქვს.

ეკონომიკა სააკმაოდ ყვავის, უმუშევრობის პროცენტი დაბალია; წამყვანი ეკონომიკაში არის მომსახურების  სფერო და ინვესტიციები; ასევე  წარმოება (მანქანის წარმოება (აქ არის ფოლცვაგენის, პეჟოს და კია მოტორსის ქარხნები); აქვე აქვს ქარხანა სონის და სამსუნგს.

ტურიზმი :

საინტერესო ქვეყაანაა თავისი მთიანი ლანდშაფტით, გამოქვაბულებით, შუასაუკუნეების ციხეებით დაქალაქებით, ფოლკლორით, მინერალური წყლების და სათხილამურო კურორტებით. ტიპიური სლოვაკური სუვენირები არის თოჯინები  სლოვაკური ფოლკლორული კაბებით, კერამიკული და “ხრუსტალის” საგნები, ხის ნაკეთობები, fujaras (ფოლკლორული მუს. ინსტრუმენტი).

ჰოდაა ამ ქვეყანაში ცხოვრობს ეს ბიჭი პიტერა, რომელსაც უყვარს ლაშქრობები, მოგზაურობები, ველოსიპედი, თხილამურები ჰოდა ბევრსაც მოგზაურობს; იმდენი ვწერე სლოვაკეთზე  ,რომ გადამავიწყდა კიდეე რა მოვუყევი ამ ბიჭზე;  facebook-ზე გავიცანი და იქ ვმეგობრობთ, ის მიზიარებს თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებებს, მე კი აქაურ ბანალურ ამბებს, ესაა და ეს.

ახლა კი დავბრუნდეთ 2010 წელში; ეხლახანს მისგან ვრცელი წერილი მომივიდა  “georgia on my mind”–ო; ჯერ კიდევ მაშინაც იყო დაინტერესებული საქართველოთი; მაგრამ ეხლა უფრო აქტიურად დაინტერესდა სხვადასხვა საიტებიდან “შეისწავლა”, იცის სვანეთის, ყაზბეგის (მაღალ მთებს უმიზნებს როგორც ჩანს) შესახებ, სათხილამურო კურორტები, ბათუმი; ქართული ღვინო;მაშინ თბილისამდე ბილეთის სიძვირეზე წუწუნებდა; ეხლაც არ გაიაფებულა, მაგრამ დაახლ. 350 ევრომდეა რაღაც რეისი და მეკითხება ადგილობრივ ხარჯებს ჰოსტელის, ტრანსპორტის, ცხოვრების და ა.შ. ეს ყველაფერი საკმაოდ იაფია, აი გზა ჯდება ერთადერთი ძვირი; კიდე იმაზე წუხს რომ არა მგონია აქედან ვინმე დავითანხმო წამოსვლაზეო (ანუ მარტო მოგზაურობაზე დარდობს) და მე ვანუგეშებ არ იდარდო _ მაგან არ იცის ქართველები რა მეგობრობას გაუწევენ სტუმარს🙂 და არავითარ მარტოობას რომ არ იგრძნობს.

პარიზში მასპინძლობა ვინც გამიწია ის კაცი საკმაოდ დიდი მოგზაურია, ბევრ “ეგზოტიკურ” ქვეყანაშია ნამყოფი და ბევრი ასეთივე ქვეყნის კულტურა და ენა იცის და აინტერესებს, ეხლა ტაილანდშია მგონი და იქიდან საქართველოში აპირებს. საქართველოთი ზე–დაინტერესებულია🙂; მოკლედ გიდობის სპეციალობას დავეუფლები და კიდე ჩემი english და french უნდა დავხვეწო თორემ ასე ვერ გავფრინდები.

ჰუუჰ  პელაგიას ისტორიაში ყველაზე გრძელი პოსტის და–სა–სრუ–ლი !🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s