იმ დილას თავი ძლივს ავწიე


იმ დილას თავი ძლივს ავწიე

არადა როგორი მნიშვნელოვანი დღე იყო __ დალფის გამოცდა

წინა დღეებში ისე მომიწია რომ სულ საღამოს სმენაში ვიყავი, 11ზე ვბრუნდებოდი, ვჭამდი, მერე კომპთან და დაახლ. 1ის ნახევრისთვის ვიძინებდი, დილაადრიან ვდგებოდი, იმისთვის რომ გზაში 1 საათი დამეკარგა და მიმეღწია დიღომს დროზე. მეერე მოვრბოდი რომ მომესწრო 4ზე სამსახურში, ჭამას ნორმალურად ვერ ვახერხებდი რა თქმა უნდა ჰოდა აი შედეგმაც ვერ დააყოვნა, ალბათ, ესე ვფიქრობ

ჰოდა გავიღვიძე ჩვეულებრისამებრ ალარმზე ადრე, მაგრამ რაღაც ნაცნობი  შეგრძნებით თავში , არადა ეს შეგრძნება არ უნდა მქონოდა, ეხლახან წამივიდა გული ესე რო 1 წელი არ ველოდი, ჰოდა გამიკვირდა და შემეშინდა, თან ვიცოდი რომ უნდა ავმდგარიყავი, გამოცდაზე დაგვიანება არ შეიძლება..

მოკლედ დავუძახე ჩემებს, წნევა გავიზომე, რა თქმა უნდა დაბალი მქონდა, დავლიე კოფეინი ნელ–ნელა წამოვდექი, თავი მტკიოდა რაღაცნაირად, აი როგორც მაღალი ტემპერატურის დროს თავი რომ ფეთქავს..

ნუ   C1 საკმაოდ რთულია, სხვა რა უნდა ვთქვა,ამ ჩემი ცუდად ყოფნის ფონზე ეს რთული და მრავალსაათიანი გამოცდა როგორღაც ჩავაბარე, დიდად არაფრის იმედი არა მაქვს😛

მაგრამ არაუშავს,  C1 ჯერ მაინც არ მეკუთვნის

მოკლედ  26 ნოემბერს ავანსე 2–ს მოვრჩი, ვეღარ ვაგრძელებ

ნოემბერიც მიიწურა ….


2 thoughts on “იმ დილას თავი ძლივს ავწიე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s