ამბები დამიგროვდა დასაწერი…


ამბები დამიგროვდა დასაწერი, შევეცდები მოკლე-მოკლედ ყველაფერს შევეხო:
1. იმ დღეს დაქალოშკებს შევხვდი, პეკინს მივუყვებოდი (ამ ბოლო დროს ჩვეულებად ქცეული – “გზას ვიგრძელებდი” ) როცა დამირეკა ლლლ-მ. მოკლე საუბრის შემდეგ ორივეს საერთო სურვილი გამოიკვეთა და დავთქვით შეხვედრის ადგილი, მესამე მეგობარი –თთთ-ც შემოგვიერთდება. უკვე ბნელა ცოტა ხანში სამი “კარგად ჩაცმული , გამოწყობილი, გამოპრანჭული, დავარცხნილი, გამაძღარი ” მეგობარი უკვე კაფეში იჯდა და თავის ამბებს ამზეურებდა (ან ამთვარეურებდა უფრო); იყო სწავლის ამბები, სამსახურის ამბები, კაცების ამბები, სიხარულები, დაღლები-ყველაფერი ამაზე, უზარმაზარი ბანანიანი ნაყინი შემომასაღეს_ საშუალო ზომის აჭარული ხაჭაპურისხელა და ფორმის :O

სასიამოვნო საღამოს შემდეგ სასიამოვნო ხალხი სასიამოვნოდ დავიშალეთ სასიამოვნო ღამის სურვილებით🙂

2. ჩემი ერთი მეგობარი რომელიც აცკეტურ ცხოვრებას ეწეოდა კარგა ხანს (ყოველ შემთხვევაში ჩვენი მეგობრობის დროს) შეყვარებუულია, ვხედავ ფოტოებს სადაც ერთად არიან და ორივეს თვალები სიყვარულით უთამაშებს და ვფიქრობ– არსებობს! თანაც სადმე კი არ დაფრინავს ,სრულიად რეალურ ადამიანებშია ,შიგნით. ან შეიძლება დაფრინავს, ან დადის ნუ როგორც არის ..
მეორე მეგობარს break up აქვს და ამას განიცდის როგორც შორიდან ჩანს და ძალიან მწყინს, მინდა როგორმე დავეხმარო, მაგრამ როგორ?!
მესამე მეგობარი წინა 2 მეგობრისგან განსხვავებული news _ შეყვარებული ყავს რამდენიმე თვეა რაც გაიცნო თურმე , არ ვიცი , თუმცა რა არ ვიცი _ვიცი_ რომ მე არასდროსაც არ ვუყვარდი ესე რომ არ უნდა მიკვირდეს , რომ ეხლა ვიღაც სხვა ყავს და ის უყვარს, ალბათ იმასაც უყვარს, ესე იყო ალბათ საჭირო და ესე უკეთესიც არის ალბათ.
კიდევ ერთი მეგობარი , რომელიც შორეული ქვეყნიდან მუდმივად ჩამოდის ხოლმე აქ სიყვარულის იმედით _ მორიგი იმედგაცრუება აქვს:(
ერთი ნაცნობ-მეგობარი იმ იტალიელზე დაინიშნა , რომელიც სადღაც ინტ.სივრცეში გაიცნო, მერე აქ იყო ჩამოსული რამოდენიმეჯერ 1 წლის განმავლობაში. ეხლა დანიშნა და ზაფხულისთვის ქორწილს ველოდებიით :)_მაგარია! განსაკუთრებით მაგარია, როცა ვუყურებ და ვხედავ ამ ფაქტით ბედნიერები არიან! ბედნიერება, სიხარული, დადებითი ემოციები ძალიან გადამდები და დამმუხტავია🙂
კიდევ ბევრი ვინმე დაწყვილდა, ჯუსთ არ მახსენდება ეხლა🙂
3. ფრანგული ისევ შესანიშნავია, ფრანგული ვოიაჟის შემდეგ ფრანგულში ისე კარგად ვგრძნობ თავს,
თავისუფლად და ბევრად გაზრდილად და გათამამებულად🙂 გაკვეთილები ჩვენს პროფ.-თან ძველებურად მაგარია, სულ ძველები ვართ , 3 ახალი გვყავს:/ ჯობდა არ გვყოლოდა იმიტომ, რომ ავანსეს ნაკლები ხალხი და მეტი დრო ჭირდება და თან “ახლები” არიან მაინც და ჩვენს ჯგუფში ჯერ ვერ ჯდებიან, სულ თავიდან უნდა შეისწავლონ ჯგუფი ესე ჩვენი🙂 გაუჭირდებათ😛 ჯერ ჩუმად არიან🙂
RFI-ს რეგულარულად ვისმენ და მთელი მსოფლიოს ამბების საქმის კურსში ვარ. პროფი ნუცუბიძეზე სახლს იშენებს, ესე რომ მისი თანამგზავრი ვარ ხოლმე🙂
4. პედიატრიაში ყარამან ფაღავასთან ვარ🙂 ოოო.. ამაზე ცალკე თემა უნდა დავწერო!, ცოტა გრძელი, ეს მთელი ისტორია და ამბავია, მიუხედავად იმისა,რომ ჯერ მასთან მხოლოდ 2 ვიზიტი მქონდა . ტაკ დერჯატ ეკა!🙂
ცოტა გრძელი პოსტის დასასრული.

2 thoughts on “ამბები დამიგროვდა დასაწერი…

  1. ვაივუი, რა არეულდარეული პოსწია : )))
    კიარადა არ მჯერა მე ამ ვირტუალური სიყვარულების, რეალური ურთიერთობების გარეშე რანაირად უნდა გაიცნო ადამიანი ბოლომდე, ვერ ვხვდები და მომკალით : ))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s