ეძღვნება ჩემს 2 მეგობარს !


ჯერ დავიწყებ დარიუს I-ით.

2004 წლის ზაფხული იდგა.. ზაფხულთან პირველი რა მოგდით თავში? ხო, მეც _ ზღვა, ჰოდა შავი ზღვის მშვენიერ სანაპიროზე ვისვენებდი, მაშინ ველური ელემენტები ჯერ კიდევ შენარჩუნებული ქონდა იმ ადგილს, ეხლა უკვე ყველაფერი გაჩეხეს და ლამაზ-ლამაზი სახლები ჩადგეს, ჩვენ კი “დუხაბორების” პატარა სახლუკაში ვცხოვრობდით. ჰოდა ჩვენს მეზობლად დიდ ოჯახად ისვენებდა ოჯახი, უმეტესობა ჩემზე ბევრად უფროსი ან უმცროსი ანუ ბავშვი იყო და ორნი იყვნენ დაახლ. ჩემი ტოლები _ “დვაიუროდნი”ძმები; ჰოდა მოკლედ ბავშვები და ჩვენ ერთად ვიკრიბებოდით ხოლმე. ბევრს არ გავაგრძელებ _ ერთ-ერთთან _ დარიუს I-თან კარგად ავეწყვე, ბევრს ვსაუბრობდით, ძირითად ის საუბრობდა მე კი კარგი მსმენელი ვიყავი, სასაუბრო არ გველეოდა (ელეოდა), თან საინტერესო ისიც იყო რომ ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ერთ ადამიანს ერთდროულად ამდენ ენაზე ველეპარაკებოდი _ ქართული, რუსული, ინგლისური :)) ნამდვილი “აჯაფსანდალ” ! მაგრამ მე მომწონდა🙂

მოკლედ დავმეგობრდით, თან ოჯახებით ვიცნობდით ერთმანეთს, მარიამობა მისმა ოჯახმა და ჩვენ ერთად “ვიქეიფეთ” ზაფხული დასრულდა და დავბრუნდით თბილისში, ისინი ჩვენზე ადრე, მესიჯებით ვაგრძელებდით, აღმოჩნდა რომ მამამისი,ბიძამისი, სიძე ჩემს მეზობლად მუშაობდნენ და ფაქტიურად ყოველ ავლა-ჩამოვლაზე ვხვდებოდი. 1-2-ჯერ მამას რო ამოაკითხა იქვე “ბარემ” მეც გამომიარა და მნახა, სახლშიც იყო ისევ გრძელდებოდა საუბრები საინტერესო, საინტერესოდ, ტელეფონითაც.. ხო ესე გავიდა წლები.

ერთხელაც მესიჯია_ ზუსტად შინაარსი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ ამ მესიჯით გავიგე რომ დარიუსს შეყვარებული ყავს თავისი მეორე ნახევარი იპოვა და ამით ძალიან ბედნიერია ! არ მახსოვს პირველი ემოცია რომელი იყო, ანუ თანმიმდევრობა არ მახსოვს მაგრამ 2 ემოცია მქონდა _ I გამიხარდა როგორც მეგობარს მეგობრის ბედნიერება _ ამაზე უკეთესი არაფერია როცა გიყვარს ვიღაც, როცა იპოვე ის ვიღაც ! და მართლა გულწრფელად მივულოცე და გავიზიარე, მაგრამ.. ჩემს მეორე ნახევარს თუ რომელიღაც ნახევარს მოკლედ ძალიან ეწყინა და გული დაწყდა.. ეხლა ვეცდები ამის ახსნას ჩემი თეორიებით _ ანდა არა არ ავხსნი, რაღაცეებს ჩემთვისაც დავიტოვებ …. ეხლა მუსიკალური პაუზა..

და ისტორია მეორე , მსგავსია პირველისა

ეს იყო გაზაფხული ვგონებ 2007 წლის..ჰოდა ერთ-ერთ აქტივობაზე გავიცანი ყმაწვილი, საკმაოდ უთქმელი ,ესე რომ მაქსიმუმ 1-2 სიტყვა გავცვალეთ ალბათ მთელი დღის განმავლობაში, თუმცა მერე ისე მოხდა რომ დღეს არ ვაცდენდით ინტერნეტ_მესენჯერით ყოველ დღე ვბაასობდით და იმაზე ბევრად უფრო მეტს ვიდრე პირველ დღეს, ჰოდა მომწონდა ეს ფაქტი,იმიტომ რომ იმ დღეს გაცნობილებს შორის ყველაზე სიმპატიური და მაღალი კი არადა საინტერესო ეს იყო :))) , ხო სახელი არ მითქვამს _ მარკუს ! ჰოდა ის ღამურა იყო მე ბეღურა ესე რომ გვიან მიწევდა დაძინება; რაზე ლაპარაკობდით ყოველ საღამოს? მოსაბეზრებელი არ იყო? _ არ ვიცი ესე ვერ მოვყვები რაზე, ხან რაზე ხან რაზე, არა მოსაბეზრებელი არ იყო!

ბევრი კარგი სიმღერა აღმომაჩენინა, მგონი “ფრანი” მან აღმომაჩენინა, კიდე ბევრი კარგი ფილმი თუ სერიალი (ჰაუსი_ არც ვიცოდი ამ სერიალზე, მაშინ ძალიან ადრე იყო, ეს სერიალი გარიჟრაჟზე იყო, მასა არ იცნობდა, ჰოდა მე სამედიცინო სერიალი მარტო “სასწრაფო” ვიცოდი და ვგიჟდებოდი და ვიკამათეთ _ არა სასწრაფოზე უკეთესი არ იქნება-მეთქი! ჯიუტად ვიცავდი ჩემს პოზიციას, ვუყურე I სერიას, II-ს, III-ს და ვეღარ ვჩერდებოდი _ ჰაუსი საუკეთესო იყო, არის და იქნება!!!! ბევრი ერთობლივი ჩვენთვის გასაგები ფრაზა გვქონდა, თუმცა ყველაფერ კარგთან ერთად აქვე ისიც უნდა ავღნიშნო, რომ რეალური შეხვედრები ყოველთვის იმედებს და მოლოდინებს მიცრუებდა (ეს ნიშანი იყო პრინციპში იმისა) პირველად ჩემს ცხოვრებაში (მაშინ ესე მეგონა) ყველაზე “შემოქმდებითი” საჩუქარი დავამზადე :)))

იმ საჩუქრის კეთების დროს გავიცანი გიორგი რეალურად🙂 ჰოდა რას ვამბობდი მოკლედ ბევრმა წყალმა ჩაიარა..ბევრი კარგი და ბევრი ისე რა _ნეტა დღემდე როგორ ან რატომ ვმეგობრობ-მეთქი.. ჰოდა ბოლოს ძალიან გავიშვიათდით , იშვიათად მეკონტაქტდებოდა და აღმოჩნდა , რომ მისმა გულმა ვიღაცისთვის დაიწყო ფეთქვა🙂.. მე კი არაფერი ვიცოდი..ნუ ესეც არ მესიამოვნა რა თქმა უნდა და ეს ისედაც გაიშვიათებული და დასასრულისკენ მიმავალი ჩვენი ურთიერთობა მორჩა ან ძალიან ფორმალურ დონეზე ცოცხლობს🙂

თქვენზე ბევრად მეტის დაწერა შემიძლია რა თქმა უნდა ,მაგრამ ვის ეხალისება გრძელი ამბების კითხვა, გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო

პ.ს. თუ ამოიცანით თქვენი თავი კარგია, თუ არადა ჯუსტ პელაგიას მორიგ უადრესატ-უმისამართო ნაჯღაპნად დარჩება, არაუშავს🙂

პ.პ.ს. სახელები თუ არ მოგწონთ არაუშავს, ავტორმა დავიტოვე უფლება სახელები შემეცვალა და რაც ენაზე პირველი 2 მომადგა ის დავწერე.

პ.პ.პ.ს. რაც აქ წერია მარტო ესაა , რაც აქ არ წერია ე.ი. არ წერია ანუ _ისე გაიგეთ ზუსტად როგორც წერია, ფრაზებს უკან არაფერი იმალება და ძებნით თავს ნუ დაიღლით

პ.პ.პ.პ.ს. ანუ პოსტ პოსტ პოსტ პოსტ სკრიპტუმ-მადლობა ინტელას რომ მასწავლა ეს :)))

5 thoughts on “ეძღვნება ჩემს 2 მეგობარს !

  1. სახელები ძალიან მომეწონა, კარგია!

    მე მგონია შენ მეტი აქტიურობა გმართებს,

    ცხოვრება ბრძოლაა, კარგი გაგებითაც.

    უნდა გაიგო ბიჭი რას ეძებს შენში და ამის მიხედვით იმოქმედო.
    😉

  2. ოთარი
    ” უნდა გაიგო ბიჭი რას ეძებს შენში და ამის მიხედვით იმოქმედო.”

    da rogor gavigo pativcemulo?😛

  3. მასწავლებელოო არა?

    მე გულწრფელად დავწერე, ირონიის გარეშე.

    ასევე გავაგრძელებ.

    მე მეგონა რომ ეს ქალს არ ესწავლება, რომ ის ამას ინტუიციით

    გრძნობს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის.

    უნდა გაიგო რა აკლია მას, რას ეძებს, მოკლედ უნდა შეისწავლო,

    რესურსები დახარჯო, უშურველად უნდა გაიღო სითბო და

    სიყვარული შენი მიზნებიც უნდა აცნობო და დაელოდო!

    … და კიდევ დაელოდო!

    შენს თავსაც გამოცდი და მასაც.

  4. ironiis adgili aq araa!🙂
    zemore postshi agwerili arc erti kaci ar miyvars
    chems kacze jer ar damiweria vrclad, tumca “am chems kaczec” ar vici zustad miyvars tu ara, ese rom jer chems tavshi unda gaverkvio da mere gadavide raime “aqtiur qmedebaze”

    უნდა შეისწავლო–es cota dznelad gamomdis, anu ufro isini mswavloben da friad kargad gamomdis me ki ar vswavlob…martalia xar albat metad unda viswavlo🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s