ცოტა სენტიმენტალური ნოველის დასაწყისი


ანუ  სენტიმენტალური ნოველეტა

ძალიან სასიამოვნო საღამოა, ოფისიდან რომ გამოვედი ისე თბილოდა მომინდა გზა დამეგრძელებინა და გავიარე ერთი გაჩერება ავტობუსების, მეორე, მოკლედ გავისეირნე პეკინზე, თან კარგა ხანია თბილისის ქუჩებში არ მისეირნია, არა იმას არ ვამბობ საშინელი ნოსტალგია შემომაწვა-მეთქი, უბრალოდ მომინდა და გავისეირნე, ბოლოს გავჩერდი ჩავჯექი ავტობუსში და წამომიყვანა უკან, რაღაც საეჭვო ხალხი იჯდა, ვიდექი თავიდან, ეს კაცი მიყურებდა საეჭვოდ, მისი თანამჯდომარე ჩავიდა ეს აქტიურად მიიწია ფანჯრისკენ და დამსვა, მეც თავაზიანად გავუღიმილე, მერეც შემომხედავდა ხოლმე, არ ვიცი რა უნდოდა, უცებ მეგონა მეცემოდა ყელზე და ჩამომგლიჯავდა ამ ყელსაბამს :))),მაგრამ მსგავსი აზრი მგონი არ გაუვლია თავში :)), კიდე წასვლამდე რაღაც “ტუალეტნაია ვადა”-ს საცდელი გავხსენი, ტულუზაში “ივ როშეში” მომცეს და ისეთი მძაფრი სუნი ქონდა ეგრევე გადავაგდე მაგრამ სადაც შემეხო გამომყვა ეს სუნი და ეხლა ვიფიქრე ალბათ ამ მძაფრმა სუნმა შეაწუხა და მიყურებს ამიტომ-რა ასხია ამ გოგოსო.. მაგრამ ესეც არა მგონია ისე მძაფრიც არ იყო, ვაჭარბებ, ნუ მოკლედ ბოლოს ჩასვლისკენ მოემზადა მე წამოვხტი გავატარე, ბოდიში და მადლობა “გენაცვალეო”;
ჩემი გაჩერებაც მოვიდა და ჩამოვედი,სახლამდე დაახლ. 50 მეტრი მაქვს გასავლელი
ისევ ისე სასიამოვნოდ თბილა, ქარი არაა, მართლა სასიამოვნო საღამოა, აი ისეთი როცა უნდა ადგე და ისეირნო!
მაღლა ავიხედე და რას ვხედავ_ ცა! ისეთი ლამაზი მომეჩვენა, არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ მართლა ლამაზი იყო! წარმოიდგინე _ თეთრი ფითქინა ღრუბლის ნაგლეჯები, მათ შორის კი ვარსკვლევები არეულად მიმოფანტული.. მინდა ასეთი ჭერი ჩემს ოთახში; რომ ჩაძინებამდე ვუცქირო ხოლმე. ნეტა ტულუზაშიც ასეთივე ცაა ეხლა? ან პარიზში ან ბარსელონაში?.. უფრო მაინტერესებს ბულგარეთის იმ ქალაქში ასეთივე ცაა და თუ აიხედე და შეამჩნიე. სადღაც კინოში იყო თუ რომელიღაც ნაწრამოოებში არ ვიცი, მაგრამ ჰაზრი მომეწონა — ისიც ხომ უყურებს ამ ცას ეხლა და მეც ე.ი. ჩვენ ერთმანეთს ვხედავთ!🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s