საფრანგეთიდან დაბრუნებული პელაგია-კულინარი :)_ 2


ანუ თემის გაგრძeლება
ფრანგული რაღაც იმპულსი გამომყვა და მინდოდა იქაური შოკოლადის ნამცხვარი გამომეცხო, იქაურ ექსტერნს მივწერე რეცეპტი გამოეგზავნა(მისი გამომცხვარი ვჭამე და მომეწონა და ამიტომ), მაგრამ სანამ გამომიგზავნიდა თვითონაც ვიპოვე მშვენიერი რეცეპტი:
საჭირო ინგრედიენტები:
* 170 გ შავი შოკოლადი
*120 გ კარაქი
* 200 გ შაქარი, 3 კვერცხი
* 80 გ ფქვილი
* 1 კოვზი ხსნადი ყავა (ნესკაფეს ტიპის)

მომზადება:
1. კარაქის გადნობა დახურულ ჭურჭელში 1,5 წუთის განმავლობაში
2. ცალკე ჭურჭელში შაქრის და 3 კვერცხის ათქვეფა დაახლ. 1 წუთის განმავლობაში

Copy of DSC08225 DSC08227
3. შოკოლადიs დატეხვა პატარა ნაჭრებად, 3 სუფრის კოვზი წყლის დამატება და გადნობა ცეცხლზე თადახურულად დაახლ. 1,5 წუთის განმავლობაში. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ კოვზით კარგად არევა,რომ ერთიანი მასა მივიღოთ. გაგრილდეს.

DSC08235 DSC08236 DSC08238
4.ჭურჭEლში სადაც კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ დაამატეთ ეს გამდნარი შოკოლადი, გაცრილი ფქვილი და 1 ს.კ. ყავა.—ყველაფერი ათქვიფეთ ერთიანი მასის მიღებამდე.
5. ჭურჭელი რაშიც უნდა მოამზადოთ–წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი, საჭიროა 225 გრადუსი ტემპერატურა ქურაში,(უმჯობესია რომ მუდმივად ესეტი ტემპ-რა იყოს თუ ესეა მზად იქნება თქვენი გატო 18იოდე წუთში),ჩემთან მეტი დრო დაჭირდა და კიდე მიიკრო😦,მაგრამ ძალიან გემრიელი იყო🙂

DSC08250

ჩემი კლასელი ამოვიდა სხვებზე ადრე იმიტომ, რომ მერე მორიგე იყო;ჰოდა ეს რომ მიდიოდა ისე მოვიდნენ დაქალოშკები სამედიცინოდან
ესე რომ 2ჯერ განვმეორდი და ვუყვებოდი და ვათვალიერებინებდი ფრანგულ ამბებს და სურათებს, თან ფრანგულ შოკოლადის გატოს ვაგემოვნებდით
მოკლედ მინი ფრანგული სუაღე ანუ საღამო მოვიწყვეთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s