ეს მეტისმეტად კარგი იყო იმისთვის რომ სიმართლე ყოფილიყო


დიდი ხანია აქ არ მოვსულვარ  

აქ ბავშვები არიან,რომლებიც დარბიან და ფოთლები ,რომლებიც ცვივა. .. სტუდენტები,რომლებიც ოცნებობენ სწავლის დამთვარებაზე და მასწავლებლები,რომლებიც ოცნებობენ როდის დაიწყებენ ისინი სწავლას; აქვე არიან შეყვარებულებიც ,რომლებიც ფრთხილად და მორცხვად დადიან მოწითალო ხალიჩაზე,რომელიც შემოდგომამ დააგო მათ წინ

და აი მეც, მარტო ვარ, ცოტა მცივა.siena05

კიდევ ერთი დღე სიყვარულის გარეშე

კიდევ ერთი დღე ჩემი ცხოვრების

ბაღი დაბერდა

ეს ის დაბერდა?

თუ მე?

არ ვიცი

კიდევ ერთი უმზეო დღე

კიდევ ერთი დღე ,რომელიც გარბის

იქ სადაც ამ ბავშვმა გაიარა, მე გამივლია

ის გაყვა კვალს,რომელიც მე დავტოვე

ჩემი პატარა გემები დაცურავენ ისევ აუზში

თუ წლები მოკვდა ,მოგონებებს მაინც  ახსოვთ კარგად

შენ მე მეუბნებოდი ,რომ გიყვარდი, მე შენი მჯეროდა, შენ მე მატყუებდი…

ეს მეტისმეტად კარგი იყო იმისთვის, რომ სიმართლე ყოფილიყო

მე წავედი შორს

მე შენ გეუბნებოდი რომ მიყვარხარ, და შენ გჯეროდა და ეს სიმართლე იყო, შენ იყავი ყველაფერი, ყველაფერი დამთავრდა…. შენ წახვედი..შენ ყველგან ხარ

მე,მე თითქმის კარგად ვარ, ჩემი ცხოვრება გრძელდება, მაგრამ თუ შენ დამიძახებ ნახავ რომ არაფერი შეცვლილა🙂

მე,მე თითქმის კარგად ვარ, ცხოვრება გრძელდება, მაგრამ თუ შენ დამიძახებ ნახავ, რომ არაფერი შეცვლილა

————–

 არის გზა ახლო მომავალში,რომელიც ჩვენ კვლავ შეგვახვედრებს, გაგვაერთიანებს?

მოვირბენ მთელს მსოფლიოს რომ გიპოვო, გავტეხავ ყინულს,რომელიც ჩვენ გვყოფს, ვნახავ ბედნიერებას შენს სახეზე სარკეში

……………..

ნუ მეტი აღარ შემიძლია

დღეს მთელი შუა დღეა ჯო დასენს ვუსმენ და ლამის გული ამიჩუყა ,კი არა და ,მართლა ძალიან კარგი ტექსტები აქვს,აი ისეთი გულისჩამწვდომი და თბილი და საყვარელი,რომ ესეთი კაცი რომელიც ესეთ რაღაცეებს წერს და მართლა გრძნობს რაღაც ვერ წარმომიდგენია ,რომ არსეებობს ან არსებობდა🙂

1482589649_d7a230b760

 

http://www.youtube.com/watch?v=DOi3gwMb_po

 

2 thoughts on “ეს მეტისმეტად კარგი იყო იმისთვის რომ სიმართლე ყოფილიყო

  1. არის გზა ახლო მომავალში, რომელიც თქვენ კვლავ შეგახვედრებთ, გაგაერთიანებთ!🙂 …
    ღმერთს არ ეჩქარება!🙂 ….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s