საჩუქარი


დიდად ვერ დავიკვეხნი სახლში საჩუქრების კოლექცია მაქვს მეთქი, მაგრამ სამაგიეროდ ზუსტად შემიძლია დავიკვეხნო საუკეთესო საჩუქარი რაც ჩემმთვის უჩუქნია ვინმეს ოდესმე მაქვს ესეთი

ეხლა უნდა გავიხსენო ერთი ძველი ამბავი ამისთვის

მართალია ძველი ისტორიაა და შესაბამისად საჩუქარიც ძველია და შეიძლება ის მოვლენა და ამბავიც დაბერდა და მოკვდა,მაგრამ მაინც ინარჩუნებს ეს საჩუქარი თავის პოზიციას🙂

ე.ი. ეს იყოოოო ანკარაში ..🙂

თქვენის ნებართვით იმდროინდელი დღიურიდან ამონარიდს მოვიშველიებ : ”ბოლო დღესაც ვიყავი მასთან, ავტობუსი ზუსტად მისი ი-კაფის წინ გააჩერეს, საიდანაც A გამოჩნდა, თან გამიკვირდა თან გამიხარდა კიდეც, არადა ამ დროს B-სთან ვიყავი და დოკუმენტს ვბეჭდავდი -მადლობის წერილს ჰაჯეტეპესთვის🙂

——————–

წასვლის წინ დაახლ. 5 წუთით ადრე—B-ს კაფის წინ სხედან ნარსია, ჩვენი ბიჭები, თითქმის ყველა, კარებში კი B დგას, მე მივუახლოვდი ამ გუნდს და ეტყობა რაღაც უხერხულობა მეტყობოდა, მე B-სთან დამშვიდობება მინდოდა, ესენი კი კარებთან ატუზულან, ნარსიას რას გამოაპარებდი და რაო რაღაცის თქმა ხო არ გინდაო, ნუ გერიდებაო -მეუბნება და ეშმაკურად იღიმება ულვაშებში(ქონდა ულვაშები? არ მახსოვს), არა-მეთქი არაფრის–გავუღიმე მე და თვალები დავხარე ,; ამ დროს B-მ მარტო ჩემთვის შესამჩნევად მანიშნა შემოდიო დa მეც შევედი

რაღაცეები მითხრა აღარ მახსოვს და მუშტში ჩემთვის გამზადებული საჩუქარი ჩამიდო; გავხსენი ჩემი მუშტი და –ღმერთო ჩემო!!!! ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა ჩემს ხელისგულზე აღმოვაჩინე მისი განსაკუთრებულად საყვარელი, დიიდ ყურადღების და სიმპატიების აღმძვრელი ყველას მხრიდან, ყელსაბამი !!!! ეს ხომ მართლა რაღაცას ნიშნავდა!

ეს ყელსაბამი ძველი ინკების ნახელავია (იმავე ტომის გაკეთებული რისგანაც ჩემი ”მზე ” და ”ექიმის თილისმა”)ჰოდა ნიშნავს ცხოვრებას—მის დასაწყისს და ბოლოს; ყოველთვის როცა ვხედავდი B-ზე ამ ყელსაბამს დიდ ინტერესს იწვევდა და არა მარტო ჩემშში, ჰოდა მოკლედ ესეც დიდი სიყვარულით მოყვებოდა მის ისტორიას🙂

ეს ყელსაბამი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო მან კი ის მე მაჩუქა გამომშვიდობებისას, ჩვენი ამ მოკლევადიანი მაგრამ საკმაოდ გრძელი ურთიერთობის გამო, თავიდანვე ბევრი რამე გვქონდა საერთო და მოკლედ უცნაური ურთიერთობა და გადასარევი ისტორია იყო

ესეთი საჩუქრაი ჩემთვის ჯერ არ გაუკეთებიათ, მე ვალდებულად ვიგრძენი თავი–მოვიხსენი ჩემი ”მზე” და ვაჩუქე🙂;მან იუარა, ვალდებული არა ხარო მაგრამ მე ვაჩუქე, გაიკეთა,მეც გავიკეთე. ვერასდროს წარმოვიდგენდი ,რომ ჩემს ”მზეს” ვინმეს ვაჩუქებდი, ძალიან ძალიან მიყვარდა.მოკლედ გადავეხვიეთ და წამოვედი.

ავედი ავტობუსში, თეთრი თხელი მაისური მაცვია და ეს ყელსაბამი აშკარად ჩანს, ყველამ თვალები დაჭყიტა და ნუ ოვაციები იყო იქა! :)))))))

ავტობუსი იმ ჩიხს კარგა ხანი ვერ ტოვებდა და B იდგა იქ სხვებთან ერთად და გვაცილებდა, გვაცილებდა ”გოზლემე-მენ”, მაღაზიის გამყიდველები, ჰაჯეტეპეს დორმიტორიდან ჩვენი ნაცნობი სტუდენტები,, მოკლედ გავცდით ჰაჯეტეპეს, კარგა ხანი საშინლად გული მწყდებოდა, იქიდან წამოსვლა არ მინდოდა, B მენატრებოდა…

მაგრამ ანკარას უკვე გავცდით და ავტობუსში A არის :)…..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s