მაგარი რამეა რა…


ე.ი. რა ხდება

მაგარი რამეა ეს ნეონატოლოგია რა!

 

განმარტება: ნეონატუს=ახალშობილი; ახალშობილობის ანუ ნეონატოლოგიური პერიოდი გრძელდება სულ რაღაც 27 დღე, იმისთვის რომ ნეონატოლოგი გახდე (ანუ ახალშობილთა ექიმი) 3 წელი უნდა ისწავლო რეზიდენტურაში (ანუ დიპლომის შემდეგ) (ადრე 4 წელი იყო)

ჰოდა იმის თქმა მინდა, რომ ეს პროფესია ყოველთვის ძალიან მიყვარდა, სამშობიაროში ჩემი ”მუშაობა”, იქ გატარებული პერიოდი ყველაზე საუკეთესო იყო, მაგრამ მარტო ძალიან ვიწრო ნეონატოლოგია არ მინდა, მინდა ჯერ ზოგადი პედიატრი ვიყო და მერე მეორე სერთიფიკატი-ნეონატოლოგის! 🙂

 

ჰოდა რაღაც პერიოდი ვიძახდი ნუ რისთვის  ამდენი 4 წელი ნეონატოლოგიას ანუ 27 დღის რაღაცეებს. ნუ ადრეც დავრწმუნდი რომ უნდა მაგრამ ამდენი მაინც არა,მარტო დაახლ. 2 ჰაჰა 3 წელი

 

დღეს იაშვილში ნეონატოლოგიური განყოფილების გამგესთან ვიყავი მთელი დღე და 2 ისეთი შემთხვევა ვნახე, რომ ვერაფრით ეჭვს ვერ მივიტანდი იმ დაავადებებზე რაც თურმე ქონიათ;

ანუ ზოგადად ბავშვი ხო არის განსხვავებული დიდისგან და კიდე ახალშობილი არის განსხვავებული უფრო დიიდ ასაკის ბავშვისგან და მოზრდილისგან ხო კიდე არის და არის

სამშობიაროში ძირითადად მშობიარობებთან და ჯანმრთელ ბავშვებთან მქონდა შეხება,მაგრამ არის ნეონატოლოგიის სხვა სახე–ახალშობილთა პათოლოგიები;–ახალშობილთა განყოფილება, რეანიმაცია;

წარმოიდგინეთ თერმორეგულაციის ცენტრი ეხლა ყალიბდება ანუ ტემპერატურამ შეიძლება აიწიოს დაიწიოს ხშირად უმიზეზოდ ,ზოგჯერ მიზეზით ანუ ინფექციის გამო; პლუს:სიცხის დამწევი ხშირად ვერ მუშაობს(იმიტომ რომ ცენტრზე რომელზეც უნდა იმოქმედოს ჩამოყალიბების პროცესშია),ან იმოქმედებს და ძალიან დააქვეითებს(35 გრადუსამდე)

ამა თუ იმ დაავადების სპეციფიკური ნიშნები შეიძლება სულაც არ იყოს,მაგ: დღეს ბავშვი ვნახეთ რომელსაც მენინგიტი ქონდა არადა მენინგიტის კლასიკური ნიშნები:ოპისტოტონუსი, გულყრები, ყიფლიბანდის ამობურცვა და შეშუპპებული ქუთუთოები არ ქონდა, მარტო ინფექციის ზოგადი ნიშანი–ტემპერატურა; და ამ კაცმა იეჭვა მენინგიტი და ლუმბალური პუნქვიით გაქანებული მენინგიტი: ლეიკოციტები (ნეიტროფილოზით 70-80 %),ცილა მომატებული,შაქარი დაკლებული, ბაქტერია; გადავირიე! მაგარია! რო არ ეფიქრა მენინგიტზე და ეფიქრა უუფ მარტივი რესპირაციული ინფექციიაო ესე გავრცელებული და მიეშვა—მენინგიტი გაიფურჩქნებოდა და ცუდი მომავალი უქადდა ამ ბავშვს, რომელიც ეხლა ბევრად უკეთესადაა მენინგიტის მკურნალობის ფონზე

 

არა მგონია ეგ შემთხვევა ოდესმე დამავიწყდეს🙂

800px-HumanNewborn

4 thoughts on “მაგარი რამეა რა…

  1. adre vigacam dacera forumze, naxevarsaatian operaciashi 700 lari raambaviao, naxevar saatshi amdens vin igebso… nebismier martiv proceduramde misasvleladacv ki ramdeni scavla da codna da gamocdilebaa sachiro, imas sxvebi ver xvdebian.

  2. ხო სამწუხაროდ ვერ ხვდებიან😦

    ისიც რომ ასე მოკლე დროში აკეთებენ და ვინც აკეთებს იმისთვის უკვე შეიძლება ძალიანაც მარტივია იმიტომ, რომ წლებია ამას სწავლობს და წლებია ამას აკეთებს და მივიდეს და თვითონ გააკეთოს ვინც მაგას ამბობს იმან :ჵ

  3. უი ხო, დროზე კიდე ერთი შემთხვევა თუ ანეგდოტი გამახსენდა😀

    კაცს სტომატოლოგი ამოუღებს კბილს და ეუბნება ფასს. ამ კაცს ეძვირება, ამ ორწუთიანი პროცედურისთვის ამდენი რაამბავიაო. სტომატოლოგი უპასუხებს: “გეთქვათ და ნახევარი საათი გაგიგრძელებდით სიამოვნებას :D”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s