შესანიშნავი კონცერტი, შესანიშნავი საღამო


ომარ ტორესის წყალობით🙂

 

ეს იყო 7 აპრილი, კონსერვატორია, თბილისი, საქართველო

სამშაბათი

დილას დედიკოსგან გავიგე, რომ ჩემი ძმა საღამოს კონსერვატორიაშია დაპატიჟებული, ამერიკის საელჩომ ვიღაც ამერიკელი გიტარისტი ჩამოიყვანა

კონსერვატორია ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა და ძალიან მომინდა მეც წასვლა, თუმცა ნორმალურად არ ვიცოდი ვინ ჩამოდიოდა და რა კონცერტი იყო

მივწერე ჩემს ძმას –მეც მინდააააა, მე არ წამიყვან კონსერვატორიაში? :))))

ნუ მივიღე დადებითი პასუხი🙂 გადასარევია!

ფრანგული ადრე მორჩა, ესე რომ დროის გაყვანა მომიხდა დაახლ. 30 წუთის, ვიბოდიალე, და ბოლოს მივედი

სანამ ველოდებოდი ჩემს ძმას, კონსერვატორიის მუსიკოსი სტუდენტები ვიხილე, ამერიკის ელჩი მეუღლითურთ (რომელიც ძლივს ჩამოვიდა მაღალი ჯიპიდან) და უცვლელი თარჯიმანითურთ მოვიდნენ🙂 (მომესალმნენ-მივესალმე) :)) ნუ სხვა პატივსაცემი სტუმრები ,დიპლომატები

გამოჩნდა ჩემი ძმაც, ძლივს დააპარკინგა მანქანა, ყველა ადგილი დაკავებული იყო ახლო-მახლო🙂

შევედით, ავედით , ლოჟა ა, სცენიდან 2იოდე მეტრის დაშორებით ვიჯექით, თითქოს ერთი ხელის გაწვდენაზე ელაგა ინტრუმენტები-დასარტყამები, გიტარები,დინამიკები, მიკროფონები…

ელჩი მოგვესალმა და გახსნა და წარმოგვიდგინა ომარ ტორესი– ამერიკელი გიტარისტი, დაიბადა სიეტლში, ჯიმი ჰედნრიქსის გიტარის კონკურსის გამარჯვებული; მისი მუსიკა მდიდარია და ნაზავია ესპანური და ბასკური რითმებიდან დაწყებული ნორვეგიული , ადგილობრივი ამერიკული და რუსულით დამთავრებული, ეს ყველაფერი არაა ,მოგვიანებით შეისწავლა კუბური და ანდალუზიელი ბოშების მუსიკა (ისეთი მეტრებისგან როგორიცაა კარლოს დელ პუერტო, ხუან სერრანო; ასევე ძალიან მაგარია კლასიკურ გიტარაში და ფლამენკოში ;

ერთად დაუკრავს და უმღერია — Buena Vista Social Club, Jethro Tull, Pancho Sanchez, Susana Baca,  Francisco Aguabell-თან

(ეს ინფოები მერე წავიკითხე)

ომარი დაახლ. 2 წლის წინ იყო აქ ჩამოსული და ძალიან შეუყვარდა აქაურობა (როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე)-და აგვისტოს ამბების დროს ევროპაში იყო ტურნეში და ძალიან დაამწუხრა აქაურმა ამბებმა ,ფიქრობდა რა შეიძლებოდა გაეკეთებინა-სამწუხაროდ არა ვარ მდიდარი,რომ ფულით დაგეხმაროთ ,მაგრამ შემიძლია დაკვრა და სიმღერა და ამერიკის საელჩოს დახმარებით ჩამოვედი და ძალიან ბედნიერი ვარ და მიყვარხართოოოო-🙂

სცენაზე გამოვიდა ტიპი, კარგი სიმაღლის, თავისუფალი კოსტუმით და ჩამოშვებული პერანგით შიგნით; მელოტი თუ თავგადაპარსული

ნუ ერთი შეხედვით დიდი არაფერი

მაგრამ ერთი შეხედვა არაფერია!

ჯერ ეს სიტყვა წარმოთქვა-აგვისტოზე, ქართველებზე, 1-2 ქართული ტკბილი სიტყვა გვითხრა და აგვახმაურა, დარბაზში ვიღაც ნაცნობები ნახა და გამოელაპარაკა, მოკლედ ჩვენც ჩაგვრთო საუბარში და ამ მომენტისთვის–უკვე ცოტა მომწონდა გარეგნობითაც🙂 უფრო მეტად ვიდრე ერთი შეხედვით

to be continiued …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s