2009 წლის საუკეთესო დღეეეეეეეეე


აი ასეთი დიდი საჩუქარი დღეს რომ მივიღე,ჯერ არასდროს მქონია

საქმე რაშია:

საქართველოში აღინიშნება ფრანკოფონიიის დღეები, ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩომ და დიუმას კულტურის ცენტრმა ჩაატარა კონკურსი : იყო მოცემული სათაური, 10 სავალდებულოდ გამოსაყენებელი სიტყვა,

სიტყვები საკმაოდ ისეთი იყო,არც თუ ისე საინტერესო, და არც მუზისმომგვრელი…

მაგრამ მაინც საოცარი მუზა მომივიდა, ჯერ ჩონხი დავწერე, ანუ ვიცოდი პირველ ნახევარში რას დავწერდი, და კულმინაციის შემდეგ რა იქნებოდა,ანუ ძალიან დიდი კონტრასტი იქნებოდა.

საერთოდ იშვიათად ვწერ ან ვხატავ რამეს , და თავიდან მიჩირს ვინმესთან გაზიაება, როცა ”პირველ აღიარებას ” მივიღებ მერე უკვე მინდა ყველას გავაცნო🙂

ესე იყო ამ შემთხვევაშიც, რო დავწერე ჯერ დარწმუნებული არ ვიყავი მის სიკარგეში, მაგრამ მინდოდა ვინმე ფრანგს წაეკითხა, ძალიან საშინლად შეცდომით ნაწერი ხომ არ იყო,

ჩემს მეგობარ ფრანგს არ გავუგზავნე, არ მინდოდა ჯერ საერთოდ მისთვის ამ კონკურსის შესახებ მეთქვა,მერჩივნა ვინმე შედარებით უცხოს წაეკითხა

ესეთი ნაცნობი მყავს ერთ-ერთ საიტზე, წავაკითხე, დიდი არაფერი შეუსწორებია, ყველაფერი კარგად იკითხება და სწორად არისო, ნუ თვიონ აზრი ყველაფერი გავიგეო და ჩავწვდიო ვერ გეტყვიო,მაგრამ მგონი კარგი იყოოო(პოლიციელია ეს კაცი და ეგეთი რაღაცეების გაგება უჭირს :))))

ჰოდა გავაგზავნეეეეეეე🙂

20 მარტს არის დაჯილდოება,გამარჯვებულის გამოვლენა

გუშინ დამირეკეს საელჩოდან და თქვენ გახვედით ხუთეულში და გთხოვთ ხვალ მობრძანდით ცერემონიაზეო🙂

მივედი

დღეს ვგრძნობდი ,რომ კარგი დღე მქონდა, ფრიად თავდაჯერებული ვიყავი რატომღაც

ჯერ აკადეიმაში ჩათვლა მქონდა, ენად გავიქაფე და მულაჟებზეც ყველაფერი კარგად ჩავატარე:)

კმაყოფილი წავედი დიუმაში

ჩემი პღოფესოღი ვნახე :))),აბა როგორახარო,აი ნახეო სადაა შენი ნაშრომი გამოკრული,მივედი ”სტენდთან” ”პალუბავალას” :)დანარჩენი 4ის ნაწერიც იყო გამოკრული🙂

ალაფუღშეტი ეწყობოდა,კაი გარემო იყო

გამოვიდა დიუმას დირექტორი მუსიე … დადგა კიბეებზე,მიკროფონი მოიმარჯვა და დაიწყო

ჯერ მოსწავლეების კონკრსი იყო ,პატარა წამახალისებელი პრიზები გადასცეს

მერე მასწავლებლების

და ბოლს ჩვენი

სტუდენტები ჯავახიშვილიდან, ჭავჭავაძიდან,თეატრალურდან, ტექნიკურ და ბოლოს სამედიცინო უნივერსიტეტიდანო (რაღაც კარგი კომენტი გააკეთა ამ უკანასკნელზე,მაგრამ ვერ გავიგე)

დაიწო გვარების დასახელება წამახალისებელი პრიზების გადასაცემად, პირველ პრიზამდე ( 1 კვირანი სეჟუღი პარიზში)

 I   გვარი

II  გვარი

III  გვარი

IV  გვარი

ბოლოს რაღაც თვლა ამერია (თან კიდე თითქოს კარგად დავითვალე და თითქოს ისიც ვიცოდი, რომ ჩემს გვარს სულ ბოლოს გამოაცხადებდნენ)

და ვუყურებ –უცებ მუსიეს ბაგეებზე იხატება ჩემი სახელი და გვარი ფრანგულად გაჟღერებული  : O

 

ანუ მე ,მე ვარ გავედიიი

სიტყვა მქონდა მომზადებული მაგრამ არ იყო მაგის სიტუაცია რომ წარმომეთქვა, თორე ვგეგმავდი როგორც ოსკაების ცერემონიაზეა :))),პატარა ფურცელზე მეწერა,ამოვიღებდი,ვიტყოდი–მადლობა სალჩოს, დიუმას ცენტრს,ჩემს პროფესორს ტორნიკეს, ჩემ დედას,მამას,ძმას, ჩაკის, პიპას, ასევე ჩემს ფრანგ მეგობარს, ერთ-ორ კურცხალს გადმოვისვრიდი :))),მაგარი იქნებოდა :)))

მაგრამ მხოლოდ გახარებული და აღფრთოვანებული მიმიკით და მეღსი  ა ვუ, მეღსი ბოკუთი შემოვიფარგლე 🙂

გულშემატკივრებს დავუბრუნდი

ჩემზე მეტად გაგიჟებულები იყვნენ, პროფესორამ მომილოცააა

მოკლედ

პარიზი მელოდება

2188393671_939a5c0471

2 thoughts on “2009 წლის საუკეთესო დღეეეეეეეეე

  1. vaimeeeeee es exla vnaxe

    ra magari xar ekaa, gilocav gilocav suliT da gulit

    zalian magari xar!!!

    :jump: :jump:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s