Lorsque tu ne veux pas perdre “quelque chose”


ანუ როცა არ გინდა დაკარგო ”რაღაც”……

არის რაღაცეები რაც ახლოა ჩვენთვის და საყვარელი, ეს შეიძლება იყოს საგანი–უბრალო,პატარა, სხვისთვის სრულიად უმნიშვნელო ”ბეზდელუშკა”; შეიძლება ეს იყოს რაღაც დღე ან რაღაც უფრო ხანგრძლივი დროის მონაკვეთი, რაღაც მოვლენა, ან ვიღაც, ან რაღაცა ვიღაცასთან დაკავშირებული,ან სულაც ფანტაზიის ნაყოფი….

მოკლედ ესეთი რამე ბევრი გვაქვს და ბევრჯერ,მაგრამ ეხლა ერთზე ვფიქრობ და ვამბობ: ეს არის მოვლენაც, დროის მონაკვეთიც(საკმაოდ ხანგრძლივი) და ვიღაცაც; რაციონალურად და ობიექტურად თუ ვიფიქრებ ვიცი,რომ დაკარგულია, თუმცა თუ ცოტა ვარდისფერი ბურუსით ვიფიქრებ, ჯერ არაა დაკარგული და ყველაფეერი ჩემზეა დამოკიდებული

ეხლა ჩნდება კითხვა: რა მინდა მე?–დაკარგვა ? თუ ”ბრძოლა” შენარჩუნებისთვის? მიღირს კიი?…არ ვიცი…

სანამ ”არ ვიცი”-ში ვარ რეალურად ურთიერთობაც ნახევრადმკვდარია,ანუ უკვე აღარ ვიცი, როგორ ვილაპარაკო რაზე ვილაპარაკო, როგორ მოვიქცე,როგორ არ მოვიქცე; ძველებურ ჩვეულ გამოთქმებს აღარ ვხმარობ;შემიძლია დავწერო, მაგრამ მაკავებს რაღაც, იმიტომ რომ იმ ფრაზებს ის აზრი და ფასი და დატვირთვა არ ექნება რაც ადრე ქონდა, მაშინ თვითონ რატო აგრძელებს ყველაფერს ძველებურად, მისთვის არაფერი შეცვლილა?, უფფ ისე გაუგებრად და ზოგადად ვწერ თვითონაც ვერ ვიგებ :))))

მოკლედ ის ხარვეზი რო არ მომხდარიყო დაბადების დღეზე რამე სუპრიზს გავუკეთებდი და გავუგზავნიდი, ეხლა კი ისე გავაჯანჯლე რომ  მისალოცი ბარათის გაგზავნაც უკვე გვიანაა, არადა ვნანობ, უნდა გამეგზავნა,😦,ეს ხო უბრალო მისალოცი ბარათი იქნებოდა დაბ.დღის მისალოცი😦

რამე უნდა მოვიფიქრო რითი გამოვასწორებ,მაგრამ აზრზე არა ვარ ჯერ, ან იქნებ მაინც გავაგზავნო,მართალია 1 კვირით გვიან მიუვა ,მაგრამ მაინც ხო მიუვა :) 

174635209_7c3d7a48f0

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s