ფილოსოფიური ნოველის დასაწყისი…


გახდი უკეთესი და თვითონ გაიგე ვინ ხარ,

მანამ სანამ შეხვდები ახალ ადამიანს და იმედოვნებ რომ ის გაგიგებს….

…. არ ვიცი ეს ვისი სიტყვებია, მაგრამ ძალიან მომწონს და ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ჩემთვის.

თანაც რაღაც არსებობს : ამას წინათ ინტერნეტის აბლაბუდაში ბოდიალისას წავაწყდი სტატიას ”როგორ იპოვო თავი შენი” ( how to find yourself) წავიკითხე, ნაბიჯები იყო რა და როგორ უნდ აგააკეთო; შემდეგ აქედან ბმულებით სხვა მსგავსს სტატიებზე გადავედი.

სულ იყო 6 ნაბიჯი ანუ რა ადვილია ყველაფერი დასაწერად და წასაკითხად;

I ნაბიჯი : დაივიწყე ყველაფერი რასაც სხები ფიქრობენ რომ შენ უნდა გააკეტო: ანუ ადამიანი ხშირად მოქმედებს ისე და აკეთებს იმას რასაც მისგან ელიან ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, საზოგადოება.. და შენც არ გინდა იმედი გაუცრუო მათ და ასრულებ მათ მოლოდინებს. მაგრამ ასე შენს თავს ვერ იპოვი. მთელს ამ ხალხს შენი ბედნიერება უნდა, შენ კი ბედნიერი იქნები, როცა შენს თავს, შენს გზას თვითონ იპოვი და იქნები ის ვინც შენ გინდა და არა ”სხვებს”.

ხოო, მე ბაღში ბაღის მასწავლებელობა მინდოდა, სკოლაში_სკოლის მასწავლებლობა, დაახლ. მე-7-8 კლასში მომინდა ექიმობა, და მას შემდეგ მინდა, თუმცა მიზეზი ობიექტური რამე არ მქონიდა, არც ვინმე ექიმი მყოლია საყვარელი ან მისაბაძი, არ ვიცი ეს ერთობ ჰუმანური პროფესია როგორ ამოვირჩიე, მაგრამ აქამდე ჩემი არჩევანი მომწონდა. ჰოდა ყველა ირგვლივ ჩემით ამაყობს, ჩემი იმედი აქვთ, ახლობელ-ნათესავებში ერთადერთი და პირველი ექიმი ვარ, უფრო სწორად ვიქნები.

არ ვიცი ეხლა გავიზარდე ჭკუა და სადარდებელი და საზრუნავი მომემატა თუ რა, მაგრამ ვხვდები, რომ ძალიან ძნელი გზა ავირჩიე.

თუ ექიმი ხარ საუკეთესო უნდ აიყო, რომ თვაი გაიტანო, სახელი გაითქვა და რეალიზება მოახდინო შენი თავის. საუკეთესოდ გახდომა კი არც ისე ადვილია ამ ქვეყანაში, ჩვენი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის პირობებში. ხალხს ახლობლები ყავს, სადმე მაგარ კლინიკაში თავიდანვე ეწყობიან, ჯერ პრაქტიკანტად მერე აფორმებენ, ყველას ვინმე ექიმი ყავს მრჩეველი და გზაზე დამყენებელი. მე კი მსგავსი არაფერი. ყველაფერი მარტომ უნდა გავაკეთო.

სწორ გზაზე მაინც დამაყენოს ვინმემ ან მითხრას სწორად მივდივარ თუ არა.. თუ არა_ მაშინ საით გადავუხვიო?

სიამოვნებით ვიქნებოდი მხატვარი ან ფოტოგრაფი. ბევრს ვიმოგზაურებდი. რაიმე ტურისტული ფირმა მექნებოდა, შემოვივლიდი მსოფლიოს.

დღეს კი ერთი იდეა დამებადა სიამოვნებით ვიმუშავებდი იტალიის, საფრანგეთის ან თუნდაც ბრაზილიის, გერმანიის, ბრიტანეთის საელჩოში ჟ)))

ან სულაც ელჩი ვიქნებოდი საფრანგეთში . რა კარგია სუფთა, კომფორტული სამუშაო, გამოპრანჭული ვიჯდებოდი ჩემს კაბინეტში. მექნებოდა ხშირი ვიზიტები საფრანგეთში, იქიდან სტუმრებს მივიღებდი, საქართველოს გავაცნობდი, ჩვენს მთა და ველებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს, კულტურას, ტრადიციებს, სამზარეულოს; ბანკეტები, მიღებები, საღამოს კაბები, შამპანური..

ააჰ, თუმცა ბავშვის ჩასვრილ ტაკუცუნებს ვერ ავცდები😀

5 thoughts on “ფილოსოფიური ნოველის დასაწყისი…

  1. ჰოწ ტო ფინდ ყოურსელფ :უპ:

  2. რა თავხედური პოსტი იყო პირველი რა არის…
    spell.ge გამოიყენე ხოლმე და 70% შეცდომებს იპოვნი ხოლმე…
    კიდევ იყო სხვა შეცდომებიც😛

  3. გამომიჩნდა აქ ფილოლოგი
    წადი რა დაიკარგე შე ბაყაყისმჭამელო :)))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s